საწრეო მუშაობა ქართულ ენაში
სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა ქართული ენის წრე, სახელ-
წოდებით ,,ვისწავლოთ ქართული ენა“, რომელიც შედგება 10 მოსწავლისაგან.
საწრეო მუშაობა ტარდება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, მე5 გაკვეთილზე.
წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
წრის დახასიათება
საწრეო მუშაობის მიზანია: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით,ქართულ ენაში ფოკუსირებული სწავლება,საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის იმისათვის,რათა მეტი ცოდნა დაუგროვდეთ ქართულ ენაში,რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება. ,ქართული ენა ლიტერატურასთან კომბინირებულად ისწავლება,მოსწავლეებს ცალკე არ აქვთ გრამატიკის სახელმძღვანელო,ამიტომ ბუნებრივია,თუ უფრო გაღრმავებულად ვასწავლით მშობლიური ენას, აუცილებლად წაადგებათ.,რამეთუ საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაც ხომ ქართული
ენის პროგრამის გაღრმავებულად სწავლებაა.
საგანი: ქართული ენა
წრის დასახელება: „ვისწავლოთ ქართული ენა“
სკოლა: ქ. ბათუმის №18 საჯარო სკოლა
კლასი: I -ბ კლასი
წრის ხელმძღვანელი: ეთერ დიასამიძე
ü თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს.
ü დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს.
ü ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებისგან შედგენილ მცირე ზომის ტექსტს. ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან.
ü ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს.
ü წერს კარნახით.
ü კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდო-მებს.
ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას,
რაც მოსწავლეებს დაეხმარება ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის დახვეწასა და სხარტი აზროვნების ჩვევის ჩამოყალიბებაში.
წრის ხანგრძლივობა: 2019-2020 სასწავლო წრის პირველი სემესტრი. 10 შეხვედრა. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი.
ქართული წრის მოსწავლეთა სია:
1. აბაშიძე მათე
2.ბერიძე საბა
3.ბერიძე ანდრია
4.დიასამიძე ანდრია
5.მეტრეველი სალომე
6.მეტრეველი ნოდარ
7.ნაკაშიძე ნია
8.სვანიძე ბარბარე
9.ოსმანოვა ნურაი
10.ჩოგაძე ლანა
წრის სახელწოდება: ,,ვისწავლოთ ქართული ენა''
2019-2020 სასწავლო წელი, I სემესტრი.
N
|
გვარი, სახელი
|
თარიღი
|
ხელწერა
|
აბაშიძე მათე
| |||
2
|
ბერიძე საბა
| ||
3
|
ბერიძე ანდრია
| ||
4
|
დიასამიძე ანდრია
| ||
5
|
მეტრეველი სალომე
| ||
6
|
მეტრეველი ნოდარ
| ||
7
|
ნაკაშიძე ნია
| ||
8
|
სვანიძე ბარბარე
| ||
9
|
ოსმანოვა ნურაი
| ||
10
|
ჩოგაძე ლანა
|
მოსწავლის კითხვარი
გვარი ,სახელი ----------------------------------------------
1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია ქართული ენის წრის შექმნის შე-
სახებ?
ა)დიახ ბ) არა
2. საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არა ცოდ-ნის გაღრმავებაში?
ა)დიახ ბ) არა
3. საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო
თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
ა)დიახ ბ) არა
4. იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
ა)დიახ ბ) არა
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
მშობლის კითხვარი
გვარი ,სახელი ----------------------------------------------
1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია ქართული ენის წრის შექმნის შესახებ?
ა)დიახ ბ) არა
2. საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები ეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში თქვენს შვილს?
ა)დიახ ბ) არა
3. საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი თქვენი შვილისთვის?
ა)დიახ ბ) არა
4. იყო თუ არა შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო მოსწავლეთათვის?
ა)დიახ ბ) არა
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
საწრეო მუშაობის პროგრამა და განრიგი:
საგანი: ქართული ენა
2019-2020 სასწავლო წელი
I კლასი I სემესტრი
(მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ)
თვე და რიცხვი
|
აქტივობები
|
შენიშვნა
|
4.10.2019
|
მასწავლებელი შეხვდება Iბ კლასის მოსწავლეების მშობლებს . გააცნობს საწრეო მუშაობის გეგმას და გააფორმებს ხელშეკრულებას.
განუვითარო მოსწავლეებს ძირითადი სამეტყველო უნარები(მოსმენა,საუბარი,წერა,კითხვა
| |
11.10..2019
|
გამოვუმუშაო მარტივი ლოგიკური ოპერაციების თანდათანობით დაუფლებადა საგანთა დიფერენცირება , ზეპირი მეტყველების კულტურა.
| |
18.10.2019
|
განუვითარო ზეპრმეტყველება, საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი
| |
25.10.2019
|
ლექსიკური მარაგის გამდიდრება , ინფორმაციის გადმოცემა. შინაური და გარეული ცხოველების გარჩევა.ბგერების მკაფიოდ წარმოთქმა ,საკავშირებელი სიტყვების გამოყენება.
| |
1.11.2019
|
ასო-ბგერების ა-სა და ი-ს გამოყენება სიტყვებში: თავში ,შუაში და ბოლოში.კითხვის ჩვევის გამომუშავება. ასოებს შორის მანძილის დაცვა.
| |
8.11.2019
|
გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემაზე.
| |
15.11.2019
|
ასობგერების თ,ს და ხ-ს მართებულ წერაზე ვარჯიში. კითხვის უნარჩვევების განვითარება ,წინადადების შედგენილობა . ხმოვნებისა და თანხმოვნების დასახელება.დაიცვას მართლმეტყველების ელემენტარული წესები.
| |
22.11.2019
|
ტექსტში ფერადმარცვლებიანი სიტყვების ამოკითხვა , ენის გასატეხებზე ვარჯიში.
| |
29.11.2019
|
ასობგერების ო,ე,უ კითხვაში ვარჯიში . მონაწილეობა ჯგუფურ აქტივობებში და მარტივი ენობრივი ერთეულების ამოცნობა.სიტყვებისა და წინადადებების შედგენა .
|
6.12.2019
|
წაკითხული ტექსტის გააზრება. წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევების გამომუშავება.
| |
13.12.2019
|
წერს კარნახით და ნაბეჭდი ტექსტიდან გადაწერს მარტივ წინადადებებს.ადგენს მარტივ წინადადებებს ნაცნობ თემებზე.
| |
20.12.2019
|
წრის შემაჯამებელი მუშაობა.
|
ჩატარებული სამუშაო
შეხვედრა წრის წევრებთან.სამუშაო თემატიკის გაცნობა.
ბავშვები ინტერესით გაეცნენ დასახულ მიზნებსა და ამოცანებს.თბილად და გულახდილად ისაუბრეს საკუთარი პიროვნების შესახებ. გავიხსენეთ განვლილი მასალა და წინარე ცოდნის გამოყენებით საინტერესო გარემო შევქმენით.
წინასაანბანო პერიოდი 18.09..2019წ.
სურათის რას ვაკეთებთ? -გამოყენებითა და კითხვა-პასუხით ვიმუშავეთ ორ ,სამ და ოთხ სიტყვიანი წინადადებების შედგენაზე. მაგალითად : მხატვარი სურათს ხატავს.
1. რამდენი სიტყვისაგან შედგება ეს წინადადება?
2. რისგან შედგება წინადადება?
3. რისგან შედგება სიტყვები? მარცვლები?
4. რამდენი მარცვალია სიტყვაში?
დაყავი სიტყვებად წინადადება: დილით მეეზოვე ეზოს გვის. მეპურე თონეში პურს აცხობს.
. დაასახელე პირველი სიტყვა,მეორე,მესამე,მეოთხე.
. დამარცვლე სიტყვები: მასწავლებელი,მოსწავლე,შემოდგომა.
1-ლი შეხვედრა
თემა: შეხვედრა მოსწავლეებთან და წრის მუშაობის გაცნობა.
2019 წლის 4 ოქტომბერი შედგა ქართული ენის წრის პირველი შეხვედრა სადაც 1-კლასელები გაეცნენ წრის მუშაობის სისტემას , ვისაუბრეთ იმ თემებზე რომლებსაც უფრო ღრმად შევისწავლით წრის მუშაობისას.მოსწავლეებში ძირითადი სამეტყველო უნარების გამომუშავება : მოსმენა,საუბარი,წერა,კითხვა.
მე-2 შეხვედრა
თემა: მარტივი ლოგიკური და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავება
2019 წლის 11 ოქტომბერი წრის მეორე შეხვედრა შედგა. სადაც ვიმუშავეთ
თუ როგორ გამოვუმუშაო მარტივი ლოგიკური ოპერაციების თანდათანობით დაუფლება და საგანთა დიფერენცირება , ზეპირი მეტყველების კულტურა.
მე-3 შეხვედრა
თემა : ზეპირმეტყველების განვითარება და აზრის ლოგიკურად გადმოცემა.
2019 წლის 18 ოქტომბერს ქართული ენის წრის მე-3 შეხვედრა შედგა . პედაგოგმა წაუკითხა მოთხრობა და შემდეგ დაუსვა კითხვები, რაზეც საკუთარი აზრით,ლოგიკურად გადმოსცემდნენ მოთხრობის შინაარსს.
მე-4 შეხვედრა
თემა: შინაური და გარეული ცხოველები.
2019 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა წრის მეოთხე შეხვედრა ქართულ ენაში. ვიმუშავეთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და ინფორმაციის გადმოცემაზე. შინაური და გარეული ცხოველების ამოცნობაზე. სიტყვების მკაფიოდ წარმოთქაზე.
მე-5 შეხვედრა
თემა: ა-სა და ი-ს გამოყენება სიტყვებში: თავში,შუაში და ბოლოში. კითხვის ჩვევის გამომუშაავება. ასოებს შორის მანძილის დაცვა.
2019 წლის 1 ნოემბერი ჩატარდა წრის მეხუთე შეხვედრა . სადაც ვიმუშავეთ ა-სა და ი-ს გამოყენებით სიტყვების შედგენაზე. მათ წარმოთქმასა და ჩაწერაზე.
მე-6 შეხვედრა
თემა: გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემაზე
2019 წლის 8 ნოემბერი წრის შეხვედრაზე გავიხსენეთ ზღაპარი " კომბლე". ბავშვებმა დამაჯერებლად გადმოსცეს ზღაპრის მოკლე შინაარსი და დაასახელეს დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები.
მე-7 შეხვედრა
თემა : ასობგერების თ,ს და ხ-ს მართებულ წერაზე ვარჯიში. კითხვის უნარჩვევების განვითარება ,წინადადების შედგენილობა . ხმოვნებისა და თანხმოვნების დასახელება.დაიცვას მართლმეტყველების ელემენტარული წესები.
2019 წელი 15 ნოემბერი წრის შეხვედრაზე ვიმუშავეთ თანხმოვნებისა და ხმოვნების დასახელებასა და ჩაწერაზე. სიტყვებს შორის მანძილის დაცვაზე.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий