1 . სოციალური პროექტის გეგმა
1
|
პროექტის დასახელება
|
„ეკო-ზონა ჩვენი სკოლის ეზოში“
|
2
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ეთერ დიასამიძე
|
3
|
პროექტში მონაწილენი
|
ქ. ბათუმის
მე-18 საჯარო სკოლის 1 კლასის მოსწავლეები
|
4
|
პროექტის ვადები
|
25 სექტემბერი- 15 ოქტომბერი 2019 წ.
|
5
|
ბიუჯეტი/რესურსები
|
კომპიუტერი,
პრინტერი, თაბახის ფურცლები, კალმები, ფოტოაპარატი, ნერგები,
ნიჩბები, მინერალური
სასუქი, მორწყვისთვის საჭირო ინვენტარი, ნიადაგის
გაფხვიერებისათვის საჭირო სამუშაო იარაღები.
|
6
|
მიზანი
ძირითადო კითხვები:
რა არის ჩვენი მიზანი?
რას გვინდა მივაღწიოთ?
|
პროექტის მიზანია: დავეხმარო მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში,
საკუთარი და საზოგადო ტერიტორიების გამწვანება-დანერგვიანება, მოვლა-პატრონობის უნარების
განვითარება.მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და ჩართულობა. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა.
მივიღებთ პროდუქტს-სკოლის გამწვანებულ სკვერს, მოსწავლეებს კი აუმაღლდებათ ეკოლოგიური ცნობიერება,
გაიგებენ თუ რა გავლენას ახდენს ჰავა და კლიმატი მცენარეულ საფარზე და მათ გავრცელების კანონზომიერებებზე.
|
7
|
არსებული მდგომარეობა
ძირითადი კითხვები?
რა მდგომარეობაა ამ მომენტისთვის?
რა პრობლემები არსებობს?
|
თანატოლებთან
ურთიერთობა მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში. მოსწავლეებს აქვთ დაბალი სოციალური უნარ-ჩვევები,
ამიტომ ვერ ახერხებენ ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები, არ იციან როგორ დაუმეგობრდნენ თანატოლს, რა მისაღები
ფორმით მიიპყრონ მასწავლებლების ყურადღება.
როგორ მართონ თავიანთი ემოციები 1
კლასში .
არსებულმა
პრობლემებმა მიმიყვანა მოსწავლეებთან ერთად პროექტზე მუშაობის იდეამდე.
|
8
|
განსახორციელებელი ამოცანები
ძირითადი კითხვები:
რა უნდა გაკეთდეს? რა თანმიმდევრობით? რა დროში?
|
1.
პროექტის
ორგანიზება–პროექტის პრეზენტაცია–მოსწავლეებისათვის
პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა,–ჯგუფებად დაყოფა–მოსწავლეების
შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით მათი ჯგუფებად
დაყოფა და დავალებების გადანაწილება.–რესურსების
მოძიება და მოსწავლეებთან ერთად დახარისხება.
2.
ხე მცენარეების სკოლის ტერიტორიაზე გადმოტანა.
3.
ხე-მცენარეებზე
დაკვირვება და მათზე ზრუნვა.
|
9
|
ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
|
შესაძლებელია მოცემული მომენტისთვის,
ჩვენთვის სასურველი
მცენარის ნერგი ვერ მოიძებნოს, მოძებნილი
იქნება ალტერნატივები.შესაძლებელია მცენარემ ვერ შეეგუოს ახალ გარემოს და არ გაიხაროს. ამიტომ საჭიროა ინტენსიური
დაკვირვება.
|
10
|
შედეგი
ძირითადი კითხები:
ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა?
|
სკოლის ეზოში შეიქმნება საცდელი ნაკვეთი, მოხდება
მისი გამწვანება და გამოყენება სასწავლო დანიშნულებით, სკოლის მოსწავლეების მიერ, მრავალი წლის განმავლობაში.
|
11
|
შეფასება
ძირითადი კითხვები:
როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს
მუშაობის პროცესი და გავედით თუ არა შედეგზე?
|
მოსწავლეებზე დაკვირვების
ცხრილით;
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი . (დანართი 1).
|
ხემნძღვანელი მასწავლებელი /ე. დიასამიძე|
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი (დანართი
1)
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
|
||
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
||
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|






რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის, "ეკო-ზონა ჩვენი სკოლის ეზოში", განხორციელება, რომლის მიზანია დავეხმარო მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში, საკუთარი და
საზოგადო ტერიტორიების გამწვანება-დანერგვიანება, მოვლა-პატრონობის უნარების
განვითარება.მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და ჩართულობა. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა.
მივიღებთ პროდუქტს-სკოლის გამწვნებულ სკვერს, მოსწავლეებს კი აუმაღლდებათ ეკოლოგიური ცნობიერება, გაიგებენ თუ რა გავლენას ახდენს ჰავა და კლიმატი მცენარეულ საფარზე და მათ გავრცელების კანონზომიერებებზე.
წარიმართა სამ ეტაპად:
პირველი ეტაპი: პროექტის ორგანიზება–პროექტის პრეზენტაცია–მოსწავლეებისათვის პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა,–ჯგუფებად დაყოფა–მოსწავლეების შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით მათი ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება.
მეორე ეტაპი: ხე მცენარეულობის სკოლის ტერიტორიაზე გადმოტანა.
მესამე ეტაპი: ხე-მცენარეულობაზე დაკვირვება და მათზე ზრუნვა.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, ჯგუფური მუშაობის და შემოქმედებითი აზროვნების, შემწყნარებლობის, სხვისი უფლებების პატივისცემის, დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები, ეთიკური და ესთეტიკური ღირებულებების გამომუშავება, საკუთარი და საზოგადო საქმიანობის
სიყვარული და ქონების მოვლა-პატრონობის უნარი.
პროექტზე მუშაობისას იყო ხელისშემშლელი ფაქტორები: სამუშაოებისთვის უნდა წინასწარ გაგვეთვალა ამინდის პროგნოზი. გართულდა მცენარეთა ნერგების მოძიება-მოზიდვა სკოლის ეზოში. თუმცა მოიძებნა ალტერნატივები.
პროექტზე მუშაობისას იყო ხელისშემშლელი ფაქტორები: სამუშაოებისთვის უნდა წინასწარ გაგვეთვალა ამინდის პროგნოზი. გართულდა მცენარეთა ნერგების მოძიება-მოზიდვა სკოლის ეზოში. თუმცა მოიძებნა ალტერნატივები.
საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად, ვინაიდან გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში, რაც ხელს შეუწყობს, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ხელმძღვანელი: ეთერ დიასამიძე
2 . სოციალური პროექტის გეგმა
1
|
პროექტის დასახელება
|
,,სუფთა გარემო“
|
2
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ეთერ დიასამიძე
|
3
|
პროექტში მონაწილენი
|
ქ. ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის 1კლასის მოსწავლეები
|
4
|
პროექტის ვადები
|
15 -ოქტომბრიდან - 25 ოქტომბრამდე 2019 წ.
|
5
|
ბიუჯეტი/რესურსები
|
სამეურნეო იარაღები (ფოცხი, ფიწალი), რეზინის ხელთათმანები, ცარიელი ტომრები, პოლიეთილენის პარკები.
|
6
|
მიზანი
ძირითადო კითხვები:
რა არის ჩვენი მიზანი?
რას გვინდა მივაღწიოთ?
|
პროექტის მიზანია: ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება და სუფთა გარემოზე ზრუნვის განვითარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებში.
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის ურნის დანიშნულება.
|
7
|
არსებული მდგომარეობა
ძირითადი კითხვები:
რა მდგომარეობაა ამ მომენტისთვის?
რა პრობლემები არსებობს?
|
სკოლის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია, ახლოს მიედინება მდინარე „ ყოროლისწყალი „ რომელიც უერთდება შავ ზღვას. მდინარეში ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს , რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ,ასევე ზღვის ბინადართ.
|
8
|
განსახორციელებელი ამოცანები
ძირითადი კითხვები:
რა უნდა გაკეთდეს? რა თანმიმდევრობით? რა დროში?
|
1) შეხვედრა ახლომდებარე მოსახლეობასთან. დებატები მოსწავლეებსა და მათ შორის. არსებული პრობლემის მოგვარების გზებზე შეთანხმება;
2) პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ნივთების მოძიება;
3) დანაგვიანებული გარემოს დასუფთავება;
|
9
|
ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
|
ხელისშემშლელი ფაქტორები იყო ის, რომ გართულდა მოსახლეობის შეკრება და მათთან საუბარი.
|
10
|
შედეგი
ძირითადი კითხვები:
ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა?
|
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ გარემოსა და ბუნების დაცვის უნარი, პირადად გახდებიან გარემოს დამცველები, რაც აისახება შემდგომში სკოლის გარემოს სისუფთავეზე.
ჩვენი სკოლის გარემო მიმზიდველი და სუფთა უნდა იყოს ყველასათვის.
|
11
|
შეფასება
ძირითადი კითხვები:
როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და გავედით თუ არა შედეგზე?
|
ბუნ.IV.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა.
ბუნ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
|
ხელმძღვანელი მასწავლებელი: /ე.დიასამიძე/
რეფლექსია
2019-2020
სასწავლო წლის I სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის, ,, სუფთა გარემო" განხორციელება, რომლის მიზანი იყო სუფთა გარემოზე
ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება მოსწავლეებში და უშუალო, ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება.
მოსწავლეების მიერ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება . პრევენციის მიზნით შეხვედრა მოსახლეობასთან და
დებატები მათ შორის.
პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ნივთების მოძიება. ( ერთჯერადი ხელთათმანები და პარკები).დანაგვიანებული გარემოს დასუფთავება.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს ჯგუფური მუშაობა, განუვითარდათ ურთიერთ თანამშრომლობისა და პრობლემების მოგვარების უნარი . გაითავისეს რომ დანაგვიანებული გარემო მავნებელია როგორც ადამიანებისთვის ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის . ეთიკური და ესთეტიკური ღირებულებების გამომუშავება. გაითავისეს რომ ქაღალდის ერთი ნაფლეთიც რომ დააგდო ძირს, ისიც გარემოს დანაგვიანებაა.
პროექტზე მუშაობისას იყო ხელისშემშლელი ფაქტორები: სამუშაოებისთვის უნდა წინასწარ გაგვეთვალა ამინდის პროგნოზი.
პროექტზე მუშაობისას იყო ხელისშემშლელი ფაქტორები: სამუშაოებისთვის უნდა წინასწარ გაგვეთვალა ამინდის პროგნოზი.
საერთო ჯამში
პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად, ვინაიდან გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში, რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
3. სოციალური პროექტი
N18 საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი: „ ოქროსფერი შემოდგომა“
ხელმძღვანელი: ეთერ დიასამიძე
2019-2020 სასწავლო
წელი
1-ბ კლასი.
პროექტზე მუშაობის ვადა-- 4 კვირა 01.10.19-დან 31.10.19-მდე.
„
ოქროსფერი შემოდგომა“
პროექტის აქტუალობა:
პროექტი
აქტუალურია, რადგან პროგრამული თემა ,,შემოდგომის“ შესწავლის წინ, როცა
მოსწავლეებს სისრულეში მოვაყვანინე წინარე ცოდნა წელიწადის დროების შესახებ , მათი
განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა შემოდგომის ფერადოვნებაზე, სიუხვესა და
მრავალფეროვნებაზე, ამიტომაც გადავწყვიტე ამ თემის შესწავლა მოგვეხდინა სწორედ ამ
მეთოდით- პროექტული სწავლების გზით,რადგან სწორედ ეს ხერხი იძლევა
აქტიური და მიზანმიმართული სწავლების საშუალებას, იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას,
პასუხისმგებლობასა და ჩართულობას სასწავლო პროცესში და ხელს უწყობს 21-ე
საუკუნის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა:
-შემოქმედებითობა
და ორიგინალურობა;
-კრიტიკული
აზროვნება და პრობლემის გადაჭრა;
-კომუნიკაცია
და თანამშრომლობა;
-თანამედროვე
ტექნოლოგიებით ინფორმაციის მოძიების და მისი გამოყენების ცოდნა;
-მიზნების
განსაზღვრა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულება;
-საერთო
მიზნის მისაღწევად ერთიანობის დემონსტრირება.
თემა
აქტუალურია, რადგან ემსახურება საგანთაშორისი ცოდნის გამთლიანებას და ხელს უწყობს
ესგ-ით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.
პროექტის
მიზნები:
▪ მოსწავლემ
შეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თემასთან დაკავშირებული
ინფორმაციის, ფოტოებისა და ილუსტრაციების მოძიებისა და მათი შემოქმედებითად
გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება;
▪ სხვადასხვა
საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე მარტივი ტექსტის შედგენა.
▪ ჯგუფის წევრებთან ერთად
განასახიეროს ნაწარმოებში ასახული სცენები.
▪
შეძლოს გამოიყენოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიები მიზნის მისაღწევად.
▪
შეძლოს ბუნებაზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები
ასახოს ნამუშევრებში: ნახატებში, კოლაჟებსა და ჩანახატებში.
▪ შეძლოს
მარტივი შრომითი საქმიანობის შესრულება.
▪
სისტემაში მოიყვანონ მსჯელობის, კვლევა-ძიების,ფანტაზიის,საკუთარი აზრის ნათლად
ჩამოყალიბების თვითორგანიზაციის, თვითპასუხისმგებლობის, პრობლემის
მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და თანამშრომლობის
უნარების განვითარება.
პროექტი
გადის ე.ს.გ -ით განსაზღვრულ შემდეგ შედეგებზე:
ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა
და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის,
წერილის, ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
· ჯგუფის წევრებთან ერთად დგამს ნაწარმოებში ასახულ სცენებს.
ქართ. III. 12.
მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად
ჩამოყალიბება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტებს (ზღაპარს, მოთხრობას);
· სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე
ზომის თხზულებას (მაგ., „შემოდგომა“,.);
ბუნ.II.4.მოსწავლეს
შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· თანმიმდევრობით ჩამოთვლის სეზონებს და თვეებს;
· ერთმანეთს ადარებს სეზონებს, საუბრობს მათ განმასხვავებელ
ნიშნებზე, აკეთებს კოლაჟებს, ჩანახატებს და სხვა;
· აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც განიცდიან მცენარეები და
ცხოველები სეზონების მიხედვით (მაგ., ფოთოლცვენა, ყვავილობა, ბეწვის ფერის ცვლა);
·
· ჩამოთვლის მისთვის
მნიშვნელოვან დღესასწაულებს და აკავშირებს
სეზონებთან.
ბუნ.III.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
ადგენს
კვების საკუთარ რაციონში შემავალი პროდუქტების სიას და გამოყოფს
ადამიანისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტთა ჯგუფებს (მაგ.,
ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები);
ს.გ.III.2. მოსწავლეს შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ხატავს ფანქრით, პასტელით, აკვარელით, გუაშით, ნახშირით,
ცარცით და სხვ.;
· ძერწავს მარტივ ფორმებს სხვადასხვა მასალით (თიხა,
პლასტილინი, ცომი, ცვილი და სხვ.);
· სხვადასხვა მასალით ქმნის მარტივ გამოსახულებებს, კომპოზიციებს;
· მოძიებული და უკვე ნაცნობი მასალით (ხის ქერქი, ნიჟარა,
მავთული, თოკი, ქაღალდი, მძივი, მუყაო და სხვ.) ამზადებს მარტივ ნაკეთობებს და
კონსტრუქციებს.
ს.გ.III.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.III.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების
შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ქმნის სიუჟეტებს თავისუფალ თემაზე საკუთარი
ფანტაზიით;
· ნამუშევარში გადმოსცემს სპექტაკლზე, კონცერტზე, ცირკში,
ზოოპარკში, მუზეუმში, ექსკურსიაზე ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს;
ს.გ.III.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს მარტივი სამუშაო.
ს.გ.III.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში, ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას (ლიდერი, ჯგუფის წევრი);
· დასმულ ამოცანას გადაჭრის დამოუკიდებლად ან მეწყვილესთან ერთად;
· ითხოვს დახმარებას და იჩენს სხვების დახმარების ინიციატივას.
ს.გ.III.9. მოსწავლე
პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარსა და აზრს.
ს.გ.III.10. მოსწავლე
მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
პროექტზე
მუშაობის ვადა-- 4
კვირა 01.10.19-დან 31.10.19-მდე.
განსახორციელებელი
საქმიანობები
შესასრულებელი საკითხები
|
შესრულების ვადა
|
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი
|
ამოცანის განსახორციელებლად საჭირო
რესურსი
|
შემსრულებელი/ სასუხისმგებელი პირი
|
პროექტის ინიცირება:
დისკუსიის გამართვა პროექტის
ირგვლივ შემოთავაზებული იდეების აქტუალობაზე.ჯგუფების შექმნა, ფუნქციების
გადანაწილება.
|
3-4 დღე
|
მოსწავლეები აიტაცებენ პროექტის
იდეას,გამოკვეთენ თემას, შეიმუშავებენ განსახორციელებელ აქტივობებს.
|
საინფარმაციო წყაროები.-google-ის საძიებო სისტემა.
Painter-ის გამოყენება.
|
I კლასის მოსწავლეები,მშობლები
და მასწავლებელი
|
აქტივობა-1
გასვლითი ღონისძიება ბოტანიკურ
ბაღში და შემოდგომის ბუნებაზე დაკვირვება.
|
1დღე
|
შეიგრძნობენ შემოდგომის ბუნების
მრავალფეროვნებას, სისავსესა და სიუხვეს
|
ფოტოაპარატი,
|
მასწავლებე
ლი,მოსწავლეები და მშობლები.
|
აქტივობა-2
მოცემულ თემასთან დაკავშირებული
ჩანახატის, ნახატისა და კომპოზიციების შექმნა. მათ შორის საუკეთესო ნამუშევართა
გამოვლენა.
|
2-3 დღე
|
მოსწავლეე
ბი ახერხებენ თავიანთი განცდების
ნახატისა ჩანახატისა და კომპოზიციის სახით წარმოდგე
ნას.
|
თაბახის ფურცლები, მარკერები,
ფერადი ფანქრები, აკვარელი. დიდი ზომის ქარალდის ფორმატი, ჭრელი ფოთლები,
შემოდგომის ყვავილები, წებო
|
I-ჯგუფის მოსწავლეები ჩანახატის გაკეთება:
II-ჯგუფის მოსწავლეები
სემოდგომის თემაზე შესრულებული
ნახატების გამოფენა IIIჯგუფი-საშემოდგომო კომპოზიციის
შექმნა.
|
აქტივობა-3
შემოდგომის თემაზე pover-point-Si sesrulebuli პრეზენტაციის მომზადება და
წარდგენა
|
1 კვირა
|
ეფექტურად იყენებენ ისტის
საშუალებებს ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის
პროცესში და ქმნის პროდუქტს.
|
სხვადასხვა ინტერნეტ- საიტები...
|
მოსწავლეები
|
აქტივობა-4
შემოდგომის თემაზე საუკეთესო
ლექსის მოძიება და გამომეტყველებით კითხვა.(ჯგუფებს შორის საუკეთესო
დეკლამატორის გამოვლენა)
|
1 კვირა
|
მოიძიებენ შესაბამის ლექსს და
იმუშავებენ მის გამომეტყველებით დასწავლაზე.
|
კომპიუტერი, წიგნები.
|
მოსწავლეები, მშობლები და
მასწავლებელი
|
აქტივობა-5
ქართული კინო-ფილმებიდან
შემოდგომის თემის ამსახველი კადრების მოძიება და ინსცენირება
|
1 კვირა
|
შეძლებენ მოიძიონ ქართულ ფილმებში
შემოდგომის ამსახველი ეპიზოდები და გაითამაშონ როლებში.
|
კინო-ფილმები.
შესაბამისი დეკორაციები, ფორმები
|
მოსწავლე, მშობელი ,მასწავლებელი
|
აქტივობა-6
შემოდგომის დედოფლის გამოვლენა და
შემოდგომის ვალსში მონაწილეობის მიღება.
|
1 დღე
|
შეარჩევენ შემოდგომის დედოფალს,
შესაბამისად შემოსავენ და მიაღებინებენ მონაწილეობას შემოდგომის ვალსში
|
შესაფერისი სამოსი და მოსართავები
|
მოსწავლეები. მშობლები და დამხმარე
ცეკვის მასწავლებელი.
|
აქტივობა- 7
შემოდგომის ხილითა და ბოსტნეულით
ქარვინგის დამზადება
|
1 დღე
|
მშობელთა
მონაწილეობით და აქტიური ჩართულობით მოეწყობა ,,ხილის და ბოსტნეულის
ქარვინგი“
|
ფერადი ფურცლები მარკერები, წებო,
ფანქრები, საშლელი, ნახატები.
|
მოსწავლეები , მასწავლებელი და
მშობლები
|
აქტივობა-7
„სოფლის ეზო შემოდგომაზე’’
მაკეტის შექმნა და წარდგენა
|
1 კვირა
|
უფროსების დახმარებით მუშაობენ
სოფლის მაკეტის შექმნაზე,
|
ხის მასალა,სხვადასხვა შემოდგომის
მასალები..
|
მოსწავლეები,, მშობლები ახლობლები
..
|
აქტივობა-9
ჯგუფებს შორის შეჯიბრი ლობიოსა და
სიმინდის სწრაფად გადარჩევაში.
|
1დღე
|
სამივე ჯგუფის წარმომადგენლებიმონაწილეობას
ღებულობენ შეჯიბრში
|
სიმინდი , ლობიო, ლანგარი
|
მოსწავლეები
|
აქტივობა-10
შემოდგომის ხილის მანდარინის
სწრაფად გარჩევასა და დაგემოვნებაში შეჯიბრი
|
1 დღე
|
სამივე ჯგუფის
წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ
შეჯიბრში
|
მანდარინი
ლანგარი
|
მოსწავლეები
|
აქტივობა-10
პროექტის შეჯამება -შეფასება
შემოდგომის ზეიმის მოწყობა
|
შემოდგომის ზეიმზე
|
მოეწყობა პროექტის ფარგლებში
მიღებული საუკეთესო პროდუქტის გამოფენა-შეფასება
|
მაგიდბი, სკამები, ნახატები,
კომპოზიციბი. ხილი, ყვავილები.ლობიო, სიმინდი.ლანგრები....
|
მოსწავლეები, მასწავლებლები,
მშობლები,დირექციის წარმომადგებლები.
|
პროექტის
შუალედური და საბოლოო მონიტორინგი
პროექტის მონიტორინგი
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
I შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებლისა და მშობლების მიერ
|
პირველი კვირის ბოლოს
|
თანამშრომლობა ჯგუფური მუშაობის
დროს
|
II შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებლის,მოსწავლეებისა და
მშობლების მიერ
|
მეორა კვირის ბოლოს
|
პრობლემის კვლევის უნარ-ჩვევები
|
საბოლოო შეფასება
|
მასწავლებლისა მშობლებისა და
სკოლის დირექციის მიერ .
|
მეოთხე კვირის ბოლოს
|
შეძენილი
ცოდნის ტრანსფერის უნარ-ჩვევები
|
პროექტის
ხელმძღვანელი : ეთერ
დიასამიძე.
ქ. ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი.
პროექტის
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
diasamidzeeteri@gmail.com
Blogger.com eterdiasamidze.blogspot.co
მოსწავლეთა
მიერ პროექტის შეფასება
იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა; ბ) მასწავლა; გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა; ბ) უკეთესი გახდა; ბ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო; დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო; ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო; დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე
. ა) სავსებით ვეთანხმები; ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები.
5. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:----------------------------------------------------------------
კრიტიკა:
-------------------------------------------------------------------------
მადლობა დახმარებისთვის.
კითხვარის ანალიზის შედეგებს მომდევნო პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ.
თარიღი:
|
ინფორმაციის მოძიების შეფასება
|
|||||||||
მოსწავლე
|
შეფასების
კრიტერიუმები
|
|||||||||
ინფორმაციის წყაროების არჩევა
|
მოძიებული ინფორმაციის კვლევის მიზანთან შესაბამისობა
|
მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა
|
|||||||
0-3
|
0-4
|
0-3
|
10
|
|||||||
1.
|
||||||||||
2.
|
||||||||||
3.
|
||||||||||
4.
|
||||||||||
5
|
||||||||||
6.
|
||||||||||
მოსწავლეთა
სააზროვნო უნარ-ჩვევებზე დაკვირვების ცხრილი
უნარ-ჩვევა, რომელსაც ვაკვირდები
|
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
--------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------
|
ფაქტების, იდეების
მოძიება და დამახსოვრება
|
|||||
ნასწავლი მასალის მნიშნელობის გააზრება
და ინტერპრეტაცია
|
|||||
ათვისებული მასალის გამოყენება უცნობ
სიტუაციებში
|
|||||
ნაწილებს შორის კავშირების დანახვა, დამახასიათებელი / განმასხვავებებლი ნიშნების მოძიება
|
|||||
ნაწილების შეერთება მთელის / ახლის შესაქმნელად
|
|||||
შერჩეულ კრიტერიუმებზე, დაყრდნობით
დამოკიდებუ-ლებების გამოხატვა და გადაწყვეტილების მიღება
|
მოსწავლეთა სოციალურ უნარ-ჩვევებზე დაკვირვების ცხრილი
უნარ-ჩვევა, რომელსაც ვაკვირდები
|
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
--------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------
|
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება
• დავალების კეთილსინდისიერად შესრულება;
• დავალებებში პასუხისმგებლობების გადანაწილება.
|
|||||
სხვისი პატივისცემა
• სხვისი მოსმენა;
• გადაწყვეტილების მიღება თანასწორობისა და სამარ-თლიანობის
საფუძველზე;
• განსხვავებულის აღიარება;
• აზრის გამოხატვა სხვისი შეურაცხყოფის გარეშე.
|
|||||
თანამშრომლობა
• თანამშრომლობა ჯგუფში;
• საქმიანობის, სირთულეების გადანაწილება.
|
|||||
კონფლიქტების მოგვარება
• კომპრომისზე წასვლა;
•სიტუაციის შესატყვისი რეაქცია;
• სამართლიანობა.
|
|||||
გადაწყვეტილების მიღება
•სხვებისმოსაზრებების მოსმენა და შეჯერება;
•კონსტრუქციული კამათი;
•პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე;
• კონსენსუსის მიღწევა.
|
,,ოქროსფერი შემოდგომა“
რეფლექსია
პროფესიული სტანდარტის შესაბამისად მასწავლებელი ვალდებულია ორიენტირებული იყოს
თითოეული მოსწავლის განვითარებასა და წარმატებაზე და თანამედროვე სტრატეგიებისა და
მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოს მისი სწავლება ე.ს.გ-ის შესაბამისად.
რადგანაც დღეს, პროექტებით სწავლება აქტუალურია , გავითვალისწინე
მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, გონებრივი
შესაძლებლობები და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, პრიორიტეტულად
ჩავთვალე აღნიშნული თემა შემეთავაზებინა პროექტული სწავლების გზით.
კლასში გავმართეთ დისკუსია პროექტინიციატივის შესახებ,პროექტის პოტენციურ
მონაწილეთა (მოსწავლეთა და მშობელთა) ინტერესების, შესაძლებლობებისა და
ინიციატივების გათვალისწინებით დავხვეწეთ იდეები,განვიხილეთ პროექტის მიზანი,
ამოცანები, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და მოსალოდნელი
შედეგები. შევიმუშავეთ პროექტის სამოქმედო გეგმა, თითოეული აქტივობის შესრულების
ვადა,პირობები, საჭირი რესურსი და პასუხისმგებელი პირებები.
პროექტი გაიწერა 1 თვეზე , 01.10.19 -დან 31.10.19-მდე.
პროექტის
ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები :
პირველი აქტივობა -გასეირნება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და შემოდგომის
ბუნებაზე დაკვირვება.
-სადაც
მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ შემოდგომა მართლაც ბუნების სასწაულია.გადაიღეს უამრავი
შთამბეჭდავი ფოტო და შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ უკან..
აქტივობა
მეორე -ექსკურსიაზე
მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა ნამუშევრებში.
პირველ
ჯგუფს -დაევალა შთაბეჭდილება ჩანახატის
სახით გადმოეცათ.
მეორე
ჯგუფს-კოლაჟის სახით.
მესამე
ჯგუფს კი-ნახატებისა და
აპლიკაციების სახით.
თითოეულმა
ჯგუფმა შესანიშნავი ნამუშევარი წარმოადგინა.
ამ
აქტივობით მოსწავლეები გავიდნენ ე.ს.გ-ით მისაღწევ შემდეგ შედეგზე;
ბუნ.III.6 მოსწავლე აკვირდება და აღწერს ბუნებაში მიმდინარე
ცვლილებებს სეზონის მიხედვით, მონაცემებს წარმოადგენს კოლაჟის, ჩანახატის და
აპლიკაციის სახით.
აქტივობა-3
შემოდგომის
თემაზე პრეზენტაციის მომზადება.
სამივე
ჯგუფს საერთო დავალება მიეცათ.მათ შესანიშნავი სლაიდშოუები წარმოადგინეს და
გავიდნენ შემდეგ შედეგზე:
ქართ.III.9 მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და თავად
შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და იუდიომასალა.
აქტივობა-4
შემოდგომის
თემაზე დაწერილი საუკეთესო ლექსის მოძიება და გამომეტყველებით წაკითხვა.
აღნიშნული
აქტივობა გადის ე.ს.გ-ით გათვალისწინებულ შემდეგ მისაღწევ შედეგზე;
ქართ,III.5 მოსწავლემ შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი
სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
აქტივობა-5
ქართული
კინო-ფილმებიდან შემოდგომის თემის ამსახველი კადრების შერჩევა და განსახიერება.
ქართ.III.6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახისა და ჟანრის
ტექსტის(ზღაპრის,ნოველის მოთხრობის, ფილმის ..)გაგება-გააზრება..
-ჯგუფის
წევრებთან ერთად ასახიერებს ფილმში ასახულ ეპიზოდებს.
აქტივობა-6
შემოდგომის
ფერიების გამოვლენა და შემოდგომის ვალსის შესრულება
ს.გ.III.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის
ღონისძიებაში.
აქტივობა
-7
სოფლის
ეზო შემოდგომაზე- მაკეტის შექმნა
ს.გ.III.2 მოსწავლეს სეუძლია განივითაროს სხვადასხვა
მასალის, ტექნიკის და პროდუქტის გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას.
-მოძიებული
და უკვე ნაცნობიმასალით(ხის ქერქი,მავთული, თოკი, ქარალდი,მუყაო და სხვა..)
ამზადებს მარტივ ნაკეთობებს და კონსტრუქციებს.
-ქმნის
თემის შესაბამის მაკეტს.
აქტივობა
-8
სიმინდისა
და ლობიოს სწრაფად გადარჩევაში შეჯიბრი
ს.გ.III.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივი საქმიანობის
შესრულება.
აქტივობა-9
შემოდგომის
ხილის-მანდარინის სწრაფად გაფცქვნა და დაგემოვნება
ს.გ.III.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივი
საქმიანობის შესრულება.
აქტივობა-10
ხილის
ქარვინგის დამზდება მშობელთა მიერ.
პროექტის
ფარგლებში მიღებული პროდუქტი წარვადგინეთ შემოდგომასთან გამოსათხოვარ დასკვნით
ღონისზიებაზე, სადაც მოვახდინეთ საუკეთესო ნამუშევართა გამოფენა,რითაც შთამბეჭდავი
გაცილება მოვუწყეთ შემოდგომას.
პროექტის დადებითი მხრედ უნდ ჩავთვალოს, უპირველესად ის, რომ მონაწილეებმა მიიღეს
გამოცდილება.თითოეული მონაწილე უდიდესი პასუხისმგებლობით ასრულებდა დაკისრებულ
მოვალეობას, მათ საქმე ჰქონდათ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან, მსჯელობდნენ
ისეთ საკითხებზე, რომლებსაც თავად აწყდებოდნენ.თავადვე პოულობდნენ პრობლემის
გადაჭრის გზებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს მაშინაც კი, როცა მათი ჯგუფის ინტერესები
არ იკვეთებოდა.პროექტის ფარგლებში ვატარებით მონიტორინგს, ვამოწმებდით ჩატარებული
სამუშაოს ხარისხს,საჭიროების შემთხვევაში ვუწევდით დახმარებას.
ამ
პროექტით მოსწავლეებმა შეიძინეს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც მოეთხოვება 21
საუკუნის აღსაზრდელებს. მათ განუვითარდათ თვითორგანიზციისა და
თვითპასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა, თამნამშრომლობისა და ერთიანობის
დემონსტრირება.პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება.
მე,
როგორც მასწავლებელმა შევძელი წარმომეჩინა ჩემი აღმზრდელობითი და პროფესიული
შესაძლებლობანი და განმევითარებინა ამ მიმართულებით.
რა,
თქმა უნდა პროექტს ძლიერ მხარეებთან ერთად ჰქონდა სუსტი მხარეებიც, რომელიც
ჩავინიშნე და აუცილებლად ვიმუშავებ მის აღმოფხვრაზე შემდგომი პროექტის
განხორციელების დროს.
ეთერ დიასამიძე.
მე-18 საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების მასწავლებელი
4. სოციალური პროექტი.
სოციალური პროექტის გეგმა
1
|
პროექტის დასახელება
|
„სოციუმთან
შეგუების პირველი ნაბიჯები სკოლაში”
|
2
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ეთერ დიასამიძე
|
3
|
პროექტში მონაწილენი
|
ქ. ბათუნის მე-18 საჯარო სკოლის 1 კლასის მოსწავლეები
|
4
|
პროექტის ვადები
|
16 სექტემბრიდან - 20 ნოემბრამდე 2019 წ.
|
5
|
ბიუჯეტი/რესურსები
|
ოთახი შეხვედრებისათვის, კომპიუტერი, პროექტორი, საკანცელარიო მასალა.
|
6
|
მიზანი
ძირითადო კითხვები:
რა არის ჩვენი მიზანი?
რას გვინდა მივაღწიოთ?
|
პროექტის მიზანია: დავეხმარო მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში,
როგორიცაა თანამშრომლობა,
ემოციების კონტროლი, კონფლიქტის გადაჭრა, ემპათიის გრძნობის
განვითარება, თანაგრძნობა, ერთმანეთის მხარში დგომა, ურთიერთსიყვარული.
|
7
|
არსებული მდგომარეობა.
ძირითადი კითხვები:
რა მდგომარეობაა ამ მომენტისთვის?
რა პრობლემები არსებობს?
|
თანატოლებთან
ურთიერთობა მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში. მოსწავლეებს აქვთ დაბალი სოციალური უნარ-ჩვევები,
ამიტომ ვერ ახერხებენ ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები, არ იციან როგორ დაუმეგობრდნენ თანატოლს, რა მისაღები
ფორმით მიიპყრონ მასწავლებლების ყურადღება.
როგორ მართონ თავიანთი ემოციები 1
კლასში
არსებულმა პრობლემებმა მიმიყვანა მოსწავლეებთან ერთად პროექტზე მუშაობის იდეამდე.
|
8
|
განსახორციელებელი ამოცანები
ძირითადი კითხვები:
რა უნდა გაკეთდეს? რა თანმიმდევრობით? რა დროში?
|
1)
პროექტის იდეის გაცნობა
მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცნობ პროექტის იდეას და ვთხოვ თანამშრომლობას.
2)
სიტუაციური
ფილმის―ებრძოლე ბულინგს― ჩვენება და განხილვა მოსწავლეები იმსჯელებენ სად დაინახეს ფილმში ძალადობა,აგრესია, როგორ
გადაჭრეს ბავშვებმა პრობლება, როგორ მოიქცეოდით თქვენ?
3)
ინტერვიუ
პირად საკითხებზე მოსწავლეები შეძლებისდაგვარად გულახდილად უპასუხებენ თანაკლასელთა შეკითხვებს. მოიტანენ
2-3
ნივთს, რომელიც ყველაზე მეტად მოგვითხრობს მათ შესახებ. მოსწავლეები ერთმანეთს გაიცნობენ სხვადასხვა კუთხით.
4)
„ნაბიჯ-ნაბიჯ― აქტივობების ამსახველი ფოტო-ალბომის შექმნა, რომელშიც აისახება პროექტზე.
5)
პროექტის
პრეზენტაცია.
|
9
|
ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
|
შეიძლება
არ მოვიდეს მშობლები ან სტუმარი.
|
10
|
შედეგი
ძირითადი კითხები:
ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა?
|
მოსწავლეებმა
შეძლონ ინდივიდებთან და ჯგუფებთან კომუნიკაცია, თანამშრომლობა, იყვნენ შემწყნარებლები,
იცოდნენ როგორ გამოიყენონ საკუთარი და არ შეზღუდონ სხვისი უფლებები.
|
11
|
შეფასება
ძირითადი კითხვები:
როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს
მუშაობის პროცესი და გავედით თუ არა შედეგზე?
|
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილით;
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი . (დანართი 1, 2).
|
ხემნძღვანელი მასწავლებელი
/ე. დიასამიძე /
მოსწავლეთა თვითშეფასების
კითხვარი (დანართი 1)
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ხალისით ვმუშაობდი
პროექტის აქტივობებზე
|
||
ვთანამშრომლობდი ჯგუფის
ყველა წევრთან
|
||
გულახდილი ვიყავი
დასმულ შეკითხვებზე პასუხისას
|
||
სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ მსგავს
პროექტებზე
|
მასწავლებლის თვითშეფასების
კითხვარი (დანართი2)
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
პროექტის დაგეგმისას გავითალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები
|
||
მოვახერხე პროექტში
ყველა მოსწავლის და მშობლის
ჩართვა
|
||
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს
|
||
პროექტი დასრულდა
გაწერილ დროში
|
შესავალი :
პროექტი
წარმოადგენს სსიპ ქ. ბათუმის N18 საჯარო სკოლის
1ბ კლასში განხორციელებულ კვლევა ,სადაც
ირიცხება 27 მოსწავლე . რომელიც განახორციელა ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგმა ეთერ დიასამიძემ.
სწავლების დაწყება და სკოლის კედლებში შემობიჯება
ყველა ბავშვის ცხოვრებაში ახალი ეტაპია. ეტაპი
რომელმაც ისინი საზოგოდოებრივი ცხოვრებისთვის
უნდა მოამზადოს და პიროვნებებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ვფიქრობ,აუცილებელია ბავშვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლა
მტკივნეული არ იყოს. მოსწავლე უნდა დარწმუნდეს, რომ ის, როგორც პიროვნებაც აინტერესებთ
და მისგან მხოლოდ სწავლას არ ითხოვენ. წინამდებარე
ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში, რომელშიც გამოკვეთილია ის ძირითადი საკითხები,
რომელიც შეეხება პირველკლასელების ადაპტაციას
სკოლაში და ამ პროცესის გამარტივების და გაუმჯობესების მეთოდებს.
2019-2020 სასწავლო წელს ჩემს მოსწავლეებს პირველ კლასელები
წარმოადგენენ , სწორედ ამიტომ გადავიწყვიტე უფრო სიღრმისეულად ჩავძიებოდი ამ საკითხს
და პრაქტკულ კვლევად მექცია. ნაშრომში განხილულია
სკოლაში ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
პრობლემა და საკვლევი
საკითხი:
ვთვლი, რომ სწავლის პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს
მოსწავლეზე. ზოგიერთი ბავშვისთვის სკოლაში წასვლა და სკოლის პირველი დღეები სტრესთანაა
დაკავშირებული. ბავშვს ახალ გარემოსთან უწევს ადაპტირება, რაც ბევრისთვის არ არის მარტივი. გადავწყვიტე გამომეკვლია სკოლაში
ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემური ტენდენციები, ადაპტაციის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების
გზები , რა თქმა უნდა , მშობლების ჩართულობით.
პროექტის მიზანი
:
აღნიშნული
პროექტის მიზანს წარმაოდგენს პირვეკლასელთა სკოლაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული
პრობლემატიკის გამოვლენასა და ამ პროცესის გაჯანსაღება.
მოცემული კვლევის ძირითადი მიზანი გახლდათ, გამომეკვეთა
ის ძირითადი საკითხები, რომელიც აფერხებს პირველკლასელი მოსწავლეების სკოლაში ადაპტაციას და განმეხილა ის ძირითადი ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც
მოსწავლეთა ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს. პროექტის სწორად წარმართვამ და განხორციელებულმა ინტერვენციებმა მკვეთრად გამოკვეთა
შემაფერხებელი ფაქტორები . ასევე დაგვანახა პრობლემის გამომწვევი მიზეზის გამოკვეთის
აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი ფართო კვლევის საგანს წარმოადგენს . მე ვცადე, შემეკრა
პედაგოგის, მოსწავლეების და მშობლების ურთიერთანამშრომლობისა და თანასწორობის ჯაჭვი.
გარემოს ვქმნით ჩვენ.
სკოლაში შესვლასთან
ერთად მნიშვნელოვნად იცვლება ბავშვის ცხოვრება. მის უდარდელ ცხოვრებას საქმიანი, ვალდებულებებით
აღსავსე დღეები ენაცვლება და ბავშვს ახალი სოციალური სტატუსი - მოსწავლის სტატუსი ენიჭება.
ამიტომ მნიშვნელოვანია პირველკლასელის დახმარება ახალ საქმიან გარემოსთან შეგუებაში,
ელემენტარული სასწავლო ჩვევების დაუფლებაში, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარის
განვითარებაში. პედაგოგებმა კარგად იციან, რომ პირველკლასელები მალე კარგავენ „პირველი
სექტემბრის“ ეიფორიას. გაკვეთილებზე მალე იღლებიან, უჩივიან სირთულესა და დაღლილობას.
ერთი სული აქვთ, ზარი დაირეკოს, რათა დაუბრუნდნენ „თავისუფალი“ თამაშის სიტუაციას.
ამიტომ, სწავლის დაწყების პირველივე დღეებში საჭიროა მოსწავლეთა გამხნევება, დახმარება
სასწავლო პროცესში წამოჭრილი სირთულეების გადალახვაში, ზრუნვა იმაზე, რომ სასწავლო
პროცესი ნაკლებად დამღლელი აღმოჩნდეს. აუცილებელია გაკვეთილის პროცესში მარტივი ფიზიკური
ვარჯიშების შესრულება. პირველკლასელისთვის სწავლაში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია
და, ამიტომ, ისინი ძლიერ განიცდიან წარუმატებლობას. აუცილებელია მათთვის ისეთი გარემოს
შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე იგრძნობს საკუთარ მნიშვნელობასა და განუმეორებლობას.
მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ პირველკლასელი თვალსაჩინოდ მიწოდებულ მასალას უკეთ
იმახსოვრებს. ამიტომ, საჭიროა სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება თამაშებითა და საინტერესო
თვალსაჩინოებებით. პირველკლასელებს უჭირთ საკუთარი მოქმედებების კონტროლი. ამიტომ აუცილებელია
მათში რეფლექსიის უნარის, საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და თვითკონტროლის
განვითარება. ხელშეწყობა მასწავლებლის მხრიდან და თანაკლასელებთან დაახლოება დამეგობრება.
მონაცემთა ანალიზი :
კოლეგებთან
საუბარმა და პროექტის მსვლელობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკითხის აქტუალობასა
და მნიშვნელობაში. აქ გამოიყო ორი დონე, კლასში არსებული საერთო ფონი და ინდვიდუალური
შემთხვევები. უმეტესად ეს ხდებოდა მშობელთა კრებაზე ან გაკვეთილების შემდეგ გაკრვეულ ჯგუფთან,
რომლებიც ინტენსიურად აკითხავდნენ და აკონტროლებდნენ შვილებს. ამ ფორმატში, რა თქმა უნდა, აქცენტი საერთო სურათზე
კეთდებოდა. ინდვიდუალური საუბარი და განხილვა
შედარებით ნაკლებად ინტეგრირებული აღმოჩნდა , მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. კვლევის მიხედვით მცირე უმრაველობას აქვს უშუალოდ
მოსწავლეებთან ეს საკითხი. მათი უმეტესობა
ამჩენვს ნეგატიურ ემოციურ დამოკიდებულობას მოსწავლეების მხრიდან სასკოლო პროცესზე,
თუმცა შედრებით ნაკლები ცდილობს უშუალოდ მოსწავლისგან მოისმინოს მდგომარეობის ახსნა. კვლევის მიხედვით ხშირია შემთხვევა როდესაც
პირველ კლასში გამოვლენილი ნეგატიური დამოკიდებულება რამდენიმე წელი მიყვებათ მოსწავლეებს.
საბავშვო
ფილმები ურთიერთობასა და მეგობრობაზე 6-10
წლამდე ბავშვებისთვის ლინკებთან ერთად.
1.მერი პოპინსი
ულამაზესი მიუზიკლის 1964 წლის ეკრანიზაცია ბავშვებისა და ძიძის საინტერესო ისტორიაზე მოგვითხრობს. პოპინსი არავის არ ჰგავს, ის ნამდვილი ზღაპრული ფერიაა ბავშვებისთვის.
ულამაზესი მიუზიკლის 1964 წლის ეკრანიზაცია ბავშვებისა და ძიძის საინტერესო ისტორიაზე მოგვითხრობს. პოპინსი არავის არ ჰგავს, ის ნამდვილი ზღაპრული ფერიაა ბავშვებისთვის.
https://geo.saitebi.ge/movie/2541/Mary%20Poppins.html
2.უცხოპლანეტელი
სტივენ სპილბერგის საოჯახო ფილმი ბავშვებისთვის მარტივად აღსაქმელია. ნდობა, ერთგულება, მზრუნველობა - ეს ის ცნებებია რაც ფილმს ლაიტმოტივად გასდევს და ბავშვებზე დადებით გავლენას ახდენს.
https://www.adjaranet.com/movies/1258/ET-the-Extra-Terrestrial
3.ოზის ჯადოქარი
ამ საოცარი ფილმის ნახვა მშობელსაც შეგიძლიათ თქვენს პატარასთანე ერტად, რადგან მოჯადოებული გზა, რომელიც ზღაპრულ სამყაროში შეგიძღვებათ ბოროტ ალქაჯებისა და კეთილი ფერიების სამეფოში გამოგზაურებთ.
3.ოზის ჯადოქარი
ამ საოცარი ფილმის ნახვა მშობელსაც შეგიძლიათ თქვენს პატარასთანე ერტად, რადგან მოჯადოებული გზა, რომელიც ზღაპრულ სამყაროში შეგიძღვებათ ბოროტ ალქაჯებისა და კეთილი ფერიების სამეფოში გამოგზაურებთ.
https://mevicer.ge/family/the-wizard-of-oz-ozis-jadoqari-qartulad
4.ისტორია ძაღლ ჰაჩიკოზე
ემოციებით სავსე ფილმი კოლეჯისა პროფესორისა და ლეკვი ჰაჩიკოს სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ეს საოცარი ეკრანიზაცია ბავშვებს ერთგულების გრძნობითა და ცხოველების სიყვარულით აავსებთ.
4.ისტორია ძაღლ ჰაჩიკოზე
ემოციებით სავსე ფილმი კოლეჯისა პროფესორისა და ლეკვი ჰაჩიკოს სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ეს საოცარი ეკრანიზაცია ბავშვებს ერთგულების გრძნობითა და ცხოველების სიყვარულით აავსებთ.
https://movie.ge/movie/MjgxNzg
5. პიტერ პენი
2003 წლის ზღაპრული პიტერ პენი ძალიან ლამაზი და თბილი ისტორიაა. გოგონა-ვენდი, რომელსაც მშობლები მოუწოდებენ რომ გაიზარდოს, ამის საშუალებას პიტერ პენი არ აძლევს და ცდილობს ბავშვობა გაუხანგრძლივოს.
https://kinoebi.ge/animacia/2579-piter-peni-kartulad-peter-pan-piter-peni-qartulad.html
6.მისტერ მაგორიუმის საოცარი სამყარო
ულამაზესი ფერებითა და დატვირთული სანახაობებით - ეს ის ფილმია, რომელიც თქვენი შვილის თვალწინ უამრავ სათამაშოებს გააცოცხლებს.https://movie.ge/movie/MjI4NA
7.. საოცრება
2017 წლის გენიალური ფილმი, რომელმაც არამხოლოდ ბავშვებზე, არამედ უფროსებზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს არის ისტორია პატარა ბიჭზე, რომელიც გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა და 30 ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ ჰგავს სხვა ბავშვებს.
6.მისტერ მაგორიუმის საოცარი სამყარო
ულამაზესი ფერებითა და დატვირთული სანახაობებით - ეს ის ფილმია, რომელიც თქვენი შვილის თვალწინ უამრავ სათამაშოებს გააცოცხლებს.https://movie.ge/movie/MjI4NA
7.. საოცრება
2017 წლის გენიალური ფილმი, რომელმაც არამხოლოდ ბავშვებზე, არამედ უფროსებზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს არის ისტორია პატარა ბიჭზე, რომელიც გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა და 30 ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ ჰგავს სხვა ბავშვებს.
https://srulad.com/movie/5894-wonder-saocreba.html
8.ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
პატარა ჩარლი მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზული შოკოლადების ქარხანაში მოგზაურობას მოიგებს. ქარხანას ასევე მსოფლიოში ყველაზე უცნაური კონდიტერი ვილი ვონკა მართავს, რომლის როლსაც ჯონი დეპი ასრულებს
8.ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
პატარა ჩარლი მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზული შოკოლადების ქარხანაში მოგზაურობას მოიგებს. ქარხანას ასევე მსოფლიოში ყველაზე უცნაური კონდიტერი ვილი ვონკა მართავს, რომლის როლსაც ჯონი დეპი ასრულებს
https://srulad.com/movie/5289-charlie-and-the-chocolate-factory-carli-da-sokoladis-qarxana.html
რეფლექსია
:
პროექტის
ძირითად თემად ავირჩიე, როგორ გავუადვილოთ მოსწავლეს სკოლასთან შეგუების პროცესი? გამოიკვეთა ის ძირითადი
საკითხები, რომლებიც აფერხებს პირველკლასელი მოსწავლეების სკოლაში ადაპტაციას და განხილულია ის ძირითადი ღონისძიებები
და აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. წლების
განმავლობაში ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ადაპტაციის გამოვლინებებს. მოსწავლეთა რაღაც
ნაწილისთვის სასკოლო ცხოვრების დაწყება სტრესტან ასოცირდება . შევეცადე, დამედგინა
ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები. გამოვყავი კვლევის ძირითადი კითხვა: როგორ გავუადვილოთ
მოსწავლეს სკოლასთან შეგუების პროცესი? და
შევარჩიე მეთოდები, რომელთაც გამოვიყენებდი საკვლევი საკითხის გამომწვევი მიზეზების
გამოსავლენად, კერძოდ: კითხვარები, დაკვირვება .
მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დავადგინე პრობლემის გამომწვევი მიზეზები, ჩამოვაყალიბე დასკვნები და დავგეგმე ინტერვენციები.
პირველ ყოვლისა დავადგინე, მოსწავლეებს რა აფერთხებთ ადაპტაციის პროცესში. როგორ შეგვიძლია პედაგოგს, მოსწავლესა და მშობელს ადაპტაციის გაუმჯობესება,
გამარტივება. ამ ინტერვენციების განხორციელების
შემდეგ ვაკვირდებოდი
მოსწავლეებს. ისინი უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ. აქტიურად
დაიწყო და გრძელდება კომუნიკაცია კლასელებთან.
განხორციელებულმა ინტერვენციებმა მკვეთრად გამოკვეთა
შემაფერხებელი ფაქტორები. ასევე დაგვანახა პრობლემის გამომწვევი მიზეზის გამოკვეთის
აუცილებლობა. . ვცადე, შემეკრა პედაგოგის,
მოსწავლეებისა და მშობლების ურთიერთანამშრომლობისა და თანასწორობის ჯაჭვი. რითაც სასურველ შედეგს მივაღწიე.
პროექტის ხელმძღვანელი : ეთერ დიასამიძე.
5. სოციალური პროექტი
,, გაუთბოთ ერთმანეთს გულები’’.
ავტორი - სსიპ ქალაქ
ბათუმის №18 საჯარო სკოლის მასწავლებელი
ეთერ დიასამიძე
მონაწილეები -
კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი - I ბ.
პერიოდი - 31.10.2019 – .11..2019 წ.
თემის აქტუალობა - XXI საუკუნეში
ადამიანები გაუცხოებასა და სიცივეს უჩივიან. ვფიქრობ, ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ
ბავშვები სხვების დახმარებას, თანადგომასა და ადამიანური სითბო-სიყვრულის გაზიარებას.ყველა
საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, პირადი პრობლემებით დახუნძლული და სხვების გულისტკივილს
არაფრად აგდებენ, ის კი ავიწყდებათ რომ მათი სითბო და სიყვარული განსაკუთრებით სჭირდება მოხუცებს, ბავშვთა სახლებს, შშმ და სსმ პირებს.
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა)
ქვეყნის ინტერესების,
ტრადიციებისა
და ღირებულებების
მიმართ საკუთარი
პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ)
კომუნიკაცია ინდივიდებთან
და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და
ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები:
ორგანიზება და საჭირო
ნივთების შეგროვება, სტუმრობა ქ. ბათუმის ფერიის
ბავშვთა სახლს.
გრძელვადიანი მიზნები:
ტოლერანტობისა და ემპათიის
გამოწვევა, სხვისი გასაჭირის გაზიარება.
პროექტის ამოცანები
1. I ეტაპი - შეგროვდეს ტანსაცმელი მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
2. II ეტაპი - შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ტკბილეული;
3. III ეტაპი - სტუმრობა ქ.ბათუმის ფერიის ბავშვთა სახლში.
4. 1V ეტაპი -15 ნოემბერს ტანსაცმლის, პროდუქტების , ტკბილეულის, რვეულების,
ფერადი ფურცლების, ფუნჯების, ფანქრების გადაცემა.
განხორციელების გზები -
1.
პროექტის
იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2.
მშობელთა
კრების მოწვევა;
3. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან
პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
5. მონიტორინგის
ჯგუფის შერჩევა;
6. აქტივობათა
პრაქტიკული განხორციელება:
ა) ტანსაცმლის
შეგროვება;
ბ) პროდუქტის
შეგროვება;
გ) ტანსაცმლის მიტანა ბავშვთა სახლში.
დ) საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიტანა.
ე) სახატავი რვეულების, ფერადი ფურცლების, ფანქრების
და კალმების შეგროვება და მიტანა.
ვ)საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან
პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია;
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა იმ
ადამინების მიმართ, რომლებიც თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ. ამავე დროს
დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი
უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ ბავშვთა სახლში
მცხოვრები ბავშვების გულების გასათბობად.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას,
სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას, თანადგომას და სხვისი
გასაჭირის გულთან მიტანას.
რესურსები
ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული.
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი,
მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1. შეგროვებული ტანსაცმლის რაოდენობით;
2. შეგროვებული პროდუქტის რაოდენობით;
3. პროექტში მონაწილე ბავშვების რაოდენობის მიხედვით;
4. პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება მატერიალური
პროდუქციის შეგროვებისა და დარიგების პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები: შეიძლებოდა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ ბავშვთა სახლში სტუმრობაზე ან ტანსაცმლის და პროდუქტის
შეგროვებაზე, რომ დავხმარებოდით მათ. ან კიდევ დროში გაწელილიყო და ვერ მოგვესწრო,
მათთვის განკუთვნილ დღეს მიგვენიჭებინა მცირეოდენი სიხარული და მოვფერებოდით მათ.
პროექტის კალენდარი
აქტივობის დასახელება
|
31.10.19
|
01.11.19
|
05.11.19
|
10.11.19 |
12.11.19
|
13.11.19
|
14.11.19
|
15.11.19 | |
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება
|
X
|
||||||||
2. სამუშაო შეხვედრები ფერიის ბავშვთა სახლის ადმინისტრაციასთან
პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
|
X
|
||||||||
3.პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
|
X
|
||||||||
4. პროექტის ოთხივე ეტაპის გნხორციელების პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
|
X
|
||||||||
5გასაცნობი ვიზიტი
|
X
|
||||||||
6.საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის შეგროვება;
|
X
|
||||||||
9.ვიზიტი- ფერიის ბავშვთა სახლში,ტანსაცმლის, საკვები
პროდუქტისა და ტკბილეულის მიტანა.
|
X
|
||||||||
10.საბოლოო შეხვედრა- პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან
პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები,
ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია;
|
X
|
||||||||
11. პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის
ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
|
X
|
პროექტის ხელმძღვანელი:
ეთერ დიასამიძე
პროექტის
რეფლექსია
პროექტი
მიზნად ისახავდა ფერიის ბავშვთა სახლში
მცხოვრები ბავშვების მიმართ დადებითი
დამოკიდებულების გამოვლენას,მათ მიმართ მზრუნველობის,პატივისცემის
გამოხატვას.გახარებას ,
სითბოს და ყურადღებას.
ვთვლი,რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა.ყველა საჭირო
აქტივობა ,რაც მქონდა დაგეგმილი შევასრულეთ.
ერთ-ერთ კლასის
საათზე გამართული დისკუსია “რა არის სიკეთე“,გახდა საბაბი ,რომ დაგვეგეგმა
მსგავსი პროექტი. იმდღიდანვე დავიწყეთ ფიქრი თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა . გადავწყვიტეთ
რომ ვსტუმრებოდით ქ. ბათუმის ფერიის ბავშვთა სახლს და გაგვეთბო მათთვის გულები.
ბავშვთა სახლში ჩვენმა სტუმრობამ ისინი ძალიან გაახარა. გადავიღეთ სამახსოვრო
სურათები, გადავეცით საჩუქრები და გავესაუბრეთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
პირობა დავდეთ რომ კიდე ვინახულებდით.
ბავშვთა
სახლის დირექციამ , მათ აღსაზრდელებთან ერთად დაგვათვალიერებინა ბავშვების ნახატები,თექაზე შესრულებული მათი
ხელნაკეთები. გვაჩვენეს სპეციალური ოთახი სადაც ოთარ დარჩიას ხელმძღვანელობით
სწავლობდნენ თიხაზე მუშაობას და
ქანდაკების შექმნას. აღფრთოვანებულები დავრჩით ბავშვების ნამუშევრებით.
ასევე
ვინახულეთ მშენებარე ეკლესია და დედათა
მონასტერი რომელიც მათ დაქვემდებარებაშია, ძალიან გაგვახარა რომ ბავშვთა სახლში ზრუნავენ არამარტო მათ
მატერიალურ და ყოფითი პირობების ამაღლებაზე, არამედ მათ სულიერებაზეც.
ეს დღე
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩვენთვის ასევე იმ ბავშვებისთვის ვისაც
მცირეოდენი სითბო და სიყვარული მივანიჭეთ.
დაინახეს დადებითი დამოკიდებულება მათ მიმართ.
იგრძნეს რომ მათზეც ზრუნავენ და ახსოვთ.
ჩემმა
პატარებმაც ირწმუნეს ,რომ შესძლებიათ სიკეთის კეთება ,მზრუნველობისა და
პატივისცემის გამოხატვა მათ მიმართ ვინც ამას საჭიროებს..მიხვდნენ რომ
შეუძლიათ საკუთარი საქციელით გაუხარონ და გაუთბონ გული და შეუმსუბუქონ მარტოობით გამოწვეული განცდები.
ამ პროექტით
კმაყოფილი ვარ , მიზანი მიღწეულია. ამით არ გავჩერდებით და კიდევ ბევრჯერ გავუთბოთ გულებს ჩვენი ქველმოქმედებით,
პროექტის ხელმძღვანელი: ეთერ დიასამიძე
დიდი მადლობა, ძალიან კარგი ნამუშევრებია!
ОтветитьУдалить