გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ისტ-ის გამოყენებით
მასწავლებელი: ეთერ დიასამიძე
გაკვეთილის თემა
|
ჭაბუა ამირეჯიბის ,,დროის ფასი’’
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
დრო
|
08.11.2017
|
სწავლების
საფეხური და კლასი
|
დაწყებითი- III ბ კლასი
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
28 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
|
გააზრება
იმისა რომ დროის უქმად დაკარგვა არ შეიძლება. უსამართლობის
დაგმობა, ტექსტის ანალიზი და მოვლენის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემა.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
წიგნი, რვეული, კალამი,
დაფა, ფურცლები, კომპიუტერი, პროცესორი, ცარცი.
|
გაკვეთილის
მიზნები
|
·
მხატვრული ტექსტის ანალიზი.
·
მასწავლებლის მიერ წაკითხულის გააზრება
და შეფასება.
·
საკუთარი აზრის დასაბუთება.
·
ლიტერატურული პერსონაჟების მარტივად დახასიათება.
·
შეძლონ იპივონ პრობლემა სიტუაციაში და
დაფიქრდნენ საკუთარ საქციელზე.
|
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ქართ.1.4. მარტივი ინფორმაციის გადმოცემა საგაკვეთილო თემაზე: გამოხატონ
თავიანთი დამოკიდებულება. ქართ.1.5.
თავისუფალი დროის დაგეგმვა,ილუსტრაციის აღწერით . ზეპირმეტყველების განვითარება,
მოსმენილი ტექსტის ანალიზი.
|
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
მოსწავლეს შეუძლია:
§ მოსწავლე
ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას,სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო
სიტუაციაში.
§ მოსწავლე
გადმოსცემს მარტივ ინფორმაციას მისთვის ნაცნობ თემაზე.
§ მოსწავლე
ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის
დამოკიდებულებას.
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
საერთო საკლასო, ინდივიდუალური, წყვილებში მუშაობა.
|
გამოყენებული
მეთოდები
|
გონებრივი იერიში, გმირის რუკა, ტექსტის კონსტრუირება, პრეზენტაცია.
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ, მასწავლებელი კლასს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზნებს, მიზნის შესაბამის აქტივობებს და შეფასების რუბრიკას.
A ფაზა
აქტივობა 1-გამოწვევა-პროვოცირება
გაკვეთილისთვის სათანადო განწყობის შესაქმნელად
მეთოდი: გონებრივი იერიში
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
დრო:
5წთ
გაკვეთილის დასაწყისშივე მასწავლებელი ზრუნავს მოსწავლეთა განწყობის
შექმნასა და მოტივაციის ამაღლებაზე, რომელსაც ახერხებს გონებრივი იერიშით წინარე
ცოდნის გააქტიურებით.(სლაიდი 3)
•
1. რისთვის გვჭირდება საათი?
•
2. რა მოხდებოდა საათი რომ არ გვქონდეს?
•
3. რომელი საათია ახლა და რა მოვასწარით ამ დროში?
•
4. შესწავლილი მოთხრობიდან როგორ დაახასიათებდით ჭრიჭინას?
•
5. რა რჩევა-დარიგებას მისცემდით ჭრიჭინას და მის მსგავს ადამიანებს?
•
6. როგორ გესმის დროის ფასი?
•
7.როგორ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი დროს?
B ფაზა
აქტივობა 2-წიგნზე მუშაობა
ვიდეო რგოლი
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
დრო:10წთ.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ და ვიდეო რგოლის ჩვენების შემდეგ მასწავლებელი
სვამს გაგებაზე ორიენტირებულ კითხვებს. მოსწავლეებმა ტექსტში უნდა იპოვონ პასუხები
კითხვებზე. ხსნიან გამოცანას (სლაიდი 4).
არკვევენ მოთხრობის პერსონაჟებს (სლაიდი 5).
ამოიცნობენ ჩვენი გაკვეთილის პერსონაჟს (სლაიდი 6, 7). პოულობენ მისთვის დამახასიათებელ
გარეგნულ თუ თვისობრივ მახასიათებლებს (სლაიდი 8).
ამოიცნობენ მოთხრობის დედა აზრს და მიდიან დასკვნამდე ,,ზარმაცი და
ავყია, წუთისოფლის ბარგია.’’ „ზარმაცისთვის ყოველი დღე უქმეაო“. დროს გაფრთხილება უნდა . ყოველი წუთი მაქსიმალურად
უნდა გამოვიყენოთ.(სლაიდი 7)
C ფაზა
აქტივობა 3-,,გმირის რუკა’’
მეთოდი: ტექსტის ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნებისა და შესაბამისი
არგუმენტების წარმოდგენა.
კლასის ორგანიზების ფორმა: წყვილებში მუშაობა.
დრო:
5წთ
მოსწავლეები წყვილებში მსჯელობენ და ავსებენ გმირის რუკას
(სლაიდი
9, 11)
აქტივობა 4-ამოვიცნოთ მეგობრები
დამოუკიდებელი მუშაობა
მეთოდი: მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (ტრანსფერი)
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური
დრო: 10წთ
(სლაიდი 10, 11)
აქტივობა 5-დავინახოთ სხვა რაკურსით
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
დრო: 5წთ
|
შეფასება
და თვით შეფასება
3წთ.
|
გაკვეთილის მიზნის შესაბამისი შეფასების რუბრიკით მასწავლებელი ახდენს
მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეებს სტოვს სტიკერებზე დაწეროს წასვლის
წინა ბარათები, რომლებშიც აღნიშნავენ თუ რა იყო მათთვის საინტერესო დღევანდელი გაკვეთილიდან.
რა მესიჯს გაუშვებენ სამყაროი (გაუფრთხილდეთ დროს, იგი ფასდაუდებელია)
|
საშინაო დავალება
2წთ.
|
დაგეგმე შენი ერთი დღე-ჩამოწერე საქმიანობები და მიუთითე დაახლოებით
როდის რას გააკეთებ. დღის ბოლოს გადაამოწმე რამდენად კარგად შეძელი ეს.
|
ქართულ ენაში
ჩატარებული გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით
რეფლექსია
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა რომ ისტ-ის
გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიკური სასწავლო მასალის
შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული.
შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის არამედ მას თავად შეუძლია
სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი, სრულად შეესაბამება
სასწავლო პროცესისადმი მოტივაციის ამაღლებას და განწყობის შექმნას. ქართული ენა საჭიროებს
უფრო ფაქიზ მოპყრობას, მოსწავლეებს ძნელია დაანახო და გააგებინო სათქმელი თვალსაჩინოების
გარეშე, ამიტომ პრეზენტაციის გამოყენება ერთ-ერთი აუცილებელი და საჭირო აქტივობაა,
ტექსტის როგორც გაცნობისათვის, ისე გააზრებისათვის.
8.11.2017 წ. ჩავატარე ქართული ენის გაკვეთილი ისტის გამოყენებით.
გავაცანი მოსწავლეებს მიზანი, გავაცანი ტექსტი და დავიწყეთ დამუშავება, გაკვეთილის
დასაწყისში მოტივაციის შექმნასა და განყწობას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ეფექტურად
წარმართვისათვის. სწორედ მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს პროექტორის გამოყენებით
ეკრანზე ვუჩვენე ვიდეო-კლიპი ,,ჭრიჭინა’’ https://www.youtube.com/watch?v=YUp6kKp1o0M, რის საშუალებითაც თვალნათლივ დაინახეს რომ თურმე
ყველაფრის გამოსწორება შეიძლება თუკი მოვინდომებთ. პრეზენტაციაში ჩასმული მქონდა როგორც ტექსტობრივი ისე
ტესტობრივი დავალებები (სურათების შემოხაზვა). მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი ინტერესი,
აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, პროცესი საინტერესოდ წარიმართა, დიდ
ეკრანზე დანახული თვალსაჩინოებით (https://www.youtube.com/watch?v=WOaiL_vmU2I) მოსწავლეებს გაუდვილდათ აღქმა და დამახსოვრება ახალი
მასალის. გამოცდილებიდან გამომდინარე და დღევანდელი გაკვეთილის საფუძველზე მივხვდი
, რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები დავნერგო ხშირად. რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ საგაკვეთილო
პროცესი. ისტ-ის გამოყენებით სწავლებამ მოსწავლეებში
ხალისი და მოტივაცია შემოიტანა, რაც დადებითად აისახება მათ მიღწევებსა და შედეგებში.
სწორედ ,,ბუკით სწავლებამ’’ მომცა საშუალება მეკეთებინა ჩემი მოსწავლეებისათვის საინტერესო
და სახალისო დავალებები.
8.11.2017 წ. პედაგოგი: ეთერ დიასამიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий