ისტ-ის გამოყენება-მათემატიკა


გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში ისტ-ის გამოყენებით
მასწავლებელი:  ეთერ დიასამიძე

გაკვეთილის თემა
კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, სფერო.
საგანი
მათემატიკა
დრო

14.11.2017
სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი- III-ბ. კლასი
მოსწავლეთა პროფილი
28 მოსწავლე .
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
მოსწავლეს ეცოდინება: სივრცული გეომეტრიული ფიგურების აღწერა
მოსწავლეს გააზრებული ექნება: სივრცულ და ბრტყელ ფიგურებს შორის განსხვავება.
მოსწავლეს შეეძლება: ხელოვნების ნიმუშებში, ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში, ან საგანთა გროვებში სივრცული გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
  წიგნი, რვეული, კალამი, ფლეფჩატი, ფურცლები, კომპიუტერი, პროცესორი, ცარცი, მოსწავლის ბუკები.
გაკვეთილის მიზნები
·         მოსწავლემ ამოიცნოს სივრცული  ფიგურები, არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში, ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა მოდელების გროვაში.
·         ისტ-ის ტექნოლოგიების ფლობა და ეფექტურად გამოყენება.
·         გამოავლინონ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევები.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მათ. III..-I,7.წრე, სამკუთხედი, ოთხკუთხედი. მოსწავლეს შეუძლია, გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.
მათ.III.7.   სივრცითი ორიენტაცია.                       მოსწავლეს შეუძლია საგანთა, ფიგურათა  ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილის განსაზღვრა..
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
.    მოსწავლეს გააზრებული აქვს გეომეტრიული ფიგურების ცნება. შეუძლია ბრტყელი ფიგურების, გრაფიკული გამოსახულების და მოდელების შექმნა.

.   მოსწავლეს შეუძლია მსგავსი საგნების დაჯგუფება,შედარება.
.   ბრტყელი ფიგურების აღწერა და ამოცნობა.
კლასის ორგანიზების ფორმები
საერთო საკლასო, ინდივიდუალური.
გამოყენებული მეთოდები
გონებრივი იერიში, კითხვა-პასუხი, დავალების ბარათები .
გაკვეთილის მსვლელობა
ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ, მასწავლებელი კლასს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს, მიზნის შესაბამის აქტივობებს და შეფასების რუბრიკას.


A ფაზა
აქტივობა 1-,,დღის მესიჯი’’
მეთოდი: გონებრივი იერიში
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
დრო: 5წთ
გაკვეთილის დასაწყისშივე მასწავლებელი ზრუნავს მოსწავლეთა განწყობის შექმნასა და მოტივაციის ამაღლებაზე, რომელსაც ახერხებს გონებრივი იერიშით. შესწავლილი საკითხების გამეორებისა და წინარე ცოდნის გააქტიურებით.



აქტივობა 2
საშინაო დავალების შემოწმება
მეთოდი: ფრონტალური გამოკითხვა
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
დრო:10წთ.
მასწავლებელი საშინაო დავალებას ამოწმებს ჩამოვლით, შემთხევითი შერჩევის წესით სთხოვს მოსწავლეებს გავიდნენ დაფასთან და ახსნან როგორ შეასრულეს დავალება. დანარჩენები ადარებენ თავიანთ ნამუშევარს. მასწავლებელი ინტერესდება შეასრულა თუ არა რომელიმე მოსწავლემ განსხვავებული  ხერხით. მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას და ამავდროულად ახდენს მოსწავლეთა შემზადებას ახალი მასალის უკეთ გასათავისებლად.
·         მოსწავლეებს  ბუკებში უზიარებს  შესაბამისი თემატიკის ვიდეო-რგოლს .

B ფაზა
აქტივობა 3
სახელმძღვანელოზე მუშაობა გვ.43/44
მეთოდი: კითხვა-პასუხი
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
დრო: 8წთ
სიღრმისეული წვდომის ფაზაზე მასწავლებელი მუშაობს ბრტყელ და სივრცით ფიგურებზე, პლაკატების მეშვეობით, მუშაობს სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებზე.მოსწავლეები აკვირდებიან  და თვითონვე გამოაქვთ დასკვნა(სამკუთხედი,ოთხკუთხედი,კვადრატი, მართკუთხედი,კუბი, პირამიდა, სფერო).ხაზავენ რვეულებში  ფიგურას რომელსაც დაინახავ თუ კუბს ზემოდან დახედავ/თუ პირამიდას გვერდიდან შეხედავ.


აქტივობა 4
დამოუკიდებელი მუშაობა
მეთოდი: ტესტირება  (ნახატების დახმარებით).
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
დრო: 12წთ
·         დიაგნოსტიკური შემოწმების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს ამუშავებს POWER POINT-ში გაკეთებული სლაიდის საშუალებით, რაც საშუალებას მისცემს ეფექტურად დაგეგმოს მომდევნო გაკვეთილი.(3, 4, 5, 6, 7 სლაიდი)
ამოიცნონ გეომეტრიული ფიგურები რეალურ ცხოვრებაში(8, 9, 10 სლაიდი)
·         უჩვენებს ვიდეო რგოლს და ატარებს შემაჯამებელ სამუშაოს.(პროექტორის გამოყენებით)

შეფასება და თვით შეფასება
3წთ.
გაკვეთილის მიზნის შესაბამისი შეფასების რუბრიკით მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეებს ურიგებს თვით შეფასების კითხვარს, სადაც მოახდენენ გაკვეთილის ძლიერ და სუსტი მხარეების წარმოჩენას. (დანართი 1)
გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს სიტყვიერი-განმავითარებელი კომენტარებით.(დანართი 2)
საშინაო დავალება
2წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ონლაინ საშინაო დავალებას .


მათემატიკის გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით
რეფლექსია

21- ე საუკუნეში, ძნელია რომ მოსწავლეს მხოლოდ წიგნზე, დამყარებული გაკვეთილი მოაწონო, ამიტომ მასწავლებელი მუდმივად ძიებაში ხარ და ეძებ სიახლეებს. სასწავლო პროცესში ხშირად ვიყენებ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადო საგაკვეთილო პროცესი, რაც განსაკუთრებულად აქტუალურია დაწყებით კლასებში, რადგან ამ დროს მოსწავლეებს ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე აქვთ თვალსაჩინო(ხატოვანი) მეხსიერება. ტექნოლეგიების გამოყენება კი მათ ეხმაებათ უკეთესად აღიქვან და დაიმახსოვრონ ახალი მასალა და ინფორმაცია. პატარებისთვის ილუსტრირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ საპრეზენტაციო ფორმატში ახსნილი გაკვეთილი საინტერესოცაა და სახალისოც. დიდ  ეკრანზე დანახული საკითხები პატარებს მოტივაციას უმაღლებს და ხდის უფრო საინტერესოს მათ მუშაობას.
 14.11.2017 წ.  ჩავატარე გაკვეთილი სივრცით  ფიგურებზე (კუბი, პარალელეპიპედი, პრიზმა , პირამიდა, სფერო),  თვალსაჩინოებად გამოვიყენე  PowerPoint- ში მომზადებული პრეზენტაცია.  https://www.youtube.com/watch?v=g8UBiheroxo&t=7s/https://www.youtube.com/watch?v=Id0E7E-mVYE  
გაკვეთილი იყო საინტერესო და  გამოირჩეოდა მოსწავლეთა ჩართულობით. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო ფერადი ფიგურებით დანახული აქტივობები, იყო სამსჯელო ამოცანები, ტესტური დავალებები.  შეიძლება არ ჰქონდა ყველას ერთნაირი შედეგი, მაგრამ პრეზენტაცია იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გაანეიტრალა ის სირთულე, რომელიც ჰქონდათ მოსწავლეებს. გაკვეთილის მიზანი იყო სივრცითი ფიგურების გაცნობა, გაკვეთილი იყო სახალისო და საინტერესო, შესაბამისად მიზანი მიღწეულია. რადგან ასეთი ტიპის გაკვეთილი მოსწავლეებს უმაღლებს სტიმულს და მოტივაციას, ხდება ფანტაზიის უნარის განვითარება, სწორედ ამიტომ საინტერესო და მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროგრამა ,,ბუკით’’ სწავლა ამ პროგამამ შემოიტანა მოსწავლეებში ხალისი და მოტივაცია, რაც დადებითად ისახება მათ მიღწევებსა და შედეგებში.

14.11..2017. წ.
ეთერ დიასამიძე



Комментариев нет:

Отправить комментарий